მამუკა მდინარაძე - მორალური ვალდებულებაა, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს
მამუკა მდინარაძე - მორალური ვალდებულებაა, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მორალური ვალდებულებაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, სახელმწიფოს გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით მორალური ვალდებულება აქვს.

„სხვა საქმეზე რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე გვაქვს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა ეწურება. ამ შემთხვევაში მორალური ვალდებულება არსებობს და არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე ხუთი წლით გახანგრძლივდება, რაც მიმდინარე პრობლემას აღმოფხვრის”, – განაცხადა მდინარაძემ.