მამუკა მდინარაძე - მოქალაქეებს აწუხებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ეს გზავნილი მიღებულია და ადეკვატურად ვუპასუხებთ
მამუკა მდინარაძე - მოქალაქეებს აწუხებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ეს გზავნილი მიღებულია და ადეკვატურად ვუპასუხებთ

მოქალაქეებს აწუხებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ეს გზავნილი მიღებულია და ადეკვატურად ვუპასუხებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„ამ დღებში პარტიის ხელმძღვანელმაც ისაუბრა, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ გუნდში დამატებით ახალი სახეები გაჩნდებიან. პარტიის გადახალისება არასდროს არის ცუდი, ახალი სისხლი ყოველთვის ამართლებს. გაუმჯობესებული მენეჯმენტი, გაუმჯობესებული გეგმები განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. ეს არის სამთავრობო დონეზე, რომ ეკონომიკური გუნდი დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რადგან მოქალაქეებს აწუხებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ეს გზავნილი მიღებულია და ადეკვატურად ვუპასუხებთ. ჩვენ გვაქვს არაერთი მონაცემი, რომლითაც ქვეყანა წინ მიდის, მაგრამ დინამიკა უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.