მამუკა მდინარაძე - მომდევნო თვეებში დავიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას, დარწმუნებული ვარ, არ დარჩება „ქართული ოცნების“ ოჯახში ადამიანი, ვინც არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის
მამუკა მდინარაძე - მომდევნო თვეებში დავიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას, დარწმუნებული ვარ, არ დარჩება „ქართული ოცნების“ ოჯახში ადამიანი, ვინც არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის

მომდევნო თვეებში დავიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას, დარწმუნებული ვარ, არ დარჩება „ქართული ოცნების“ ოჯახში ადამიანი, ვინც არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გაიმართა.

მდინარაძის თქმით, პარტიულ აქტივთან ძალიან კარგი შეხვედრა შედგა.

„ზუგდიდიდან მივესალმები მეგრელებს და სვანებს. ბევრი ვისაუბრეთ მათთან, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან თბილი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ დავიწყებთ მომდევნო თვეებში არჩევნებისთვის მზადებას. დარწმუნებული ვარ, არცერთი ადამიანი დარჩება, ვინც არ იბრძოლებს ჩვენს აქტივში, „ქართული ოცნების“ ოჯახში, ვინც არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. ეს შემართება დღევანდელ შეხვედრაზეც გამოკვეთილად ჩანდა და დიდი მადლობა „ქართული ოცნების“ ამ დიდი ოჯახის თითოეულ წარმომადგენელს, ამ ადგილზე, განსაკუთრებით მეგრელებსა და სვანებს. ჩვენი პარტიული წარმომადგენლები არიან როგორც საჯარო მოხელეები, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები. შეიძლება, ზოგი დასაქმებულიც არ იყოს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი აქტივი შედგება საჯარო მოხელეებისგანაც, ვინც არ მუშაობს, ვინც კერძო სექტორში მუშაობს, მრავალფეროვანი აქტივი გვყავს და, მგონი, ეს არ არის დამალული ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.