მამუკა მდინარაძე - მოგვდის კადრები, რომ, მაგალითად, ბექა ნათელაშვილი მიდის შალვა კერესელიძის შეხვედრაზე, ლოგიკური კითხვაა, რა უნდა? მისი მიზანია პროვოკაცია
მამუკა მდინარაძე - მოგვდის კადრები, რომ, მაგალითად, ბექა ნათელაშვილი მიდის შალვა კერესელიძის შეხვედრაზე, ლოგიკური კითხვაა, რა უნდა? მისი მიზანია პროვოკაცია

მოგვდის კადრები, რომ, მაგალითად, ბექა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი, მიდის შალვა კერესელიძის შეხვედრაზე, ლოგიკური კითხვაა, რა უნდა? მისი მიზანია პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რატომ ვერ გაანეიტრალა პოლიციამ სიტუაცია, გუშინ ნახედურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის, მდინარაძე აცხადებს, რომ „ყველა პროვოკატორს პოლიცია უკან ვერ გაეკიდება“.

„ამ წუთას მოგვდის კადრები, რომ, მაგალითად, ბექა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი, მიდის შალვა კერესელიძის შეხვედრაზე, რომ რაღაც პროვოკაციული ფონი შექმნას, ანუ სხვა კანდიდატი მიდის სხვა კანდიდატის შეხვედრაზე, რა უნდა, ხომ ლოგიკური კითხვაა? პროვოკაცია, მიზანი არის პროვოკაცია. ყველა ასეთ შეხვედრას პოლიციელი უნდა ესწრებოდეს თუ არა? თქვენ რომ ნახოთ პოლიციელი იქ, რას იტყვით? იქ, იმ წუთას მყისიერი პროვოკაცია როგორ უნდა მოიგერიოს და როგორ უნდა აღკვეთოს პოლიციამ? ყველა პროვოკატორს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ვერ გაეკიდება უკან პოლიცია, რომ მან რაღაც არ იკადროს, თუმცა აუცილებლად კადრულობენ და გამოძიება ამაზე პასუხს გასცემს ყველას“, – განაცხადა მდინარაძემ.