მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა
მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა გადაიდო, რადგან შესაჯერებელია გარკვეული აზრები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, ჯერ ვერ ხერხდება ერთიან პოზიციაზე შეჯერება, თუმცა საბოლოოდ აუცილებლად მოხდება შეთანხმება.

„ჩვენ ვჯერდებით ერთ საერთო პოზიციაზე, რომ ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს მომხმარებლების მიმართულებით და ამავდროულად არ არის გამორიცხული, რომ გასაღებასთან დაკავშირებით გამკაცრდეს კიდეც კანონმდებლობა. ეს მიდგომაც და ეს აზრიც არსებობს მმართველ გუნდში. არ არის მარტივი საბოლოო შეჯერება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ პოზიციები დავუახლოვოთ ერთმანეთს და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, მომხმარებლის ინტერესებს არ დააზიანებს და ამ მხრივ ჩვენ ვიქნებით ლიბერალირები და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალ თაობებს რაიმე დარტყმას არ მივაყენებთ“,- აღნიშნა მდინარაძემ.