მამუკა მდინარაძე - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას უდიდესი საპარლამენტო ბერკეტები აქვს, კომიტეტების სახით ისეთი ქმედითი ბერკეტი ექნებოდათ, რომელზეც უარის თქმა ნიშნავს, რომ არაფერი გინდა
მამუკა მდინარაძე - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას უდიდესი საპარლამენტო ბერკეტები აქვს, კომიტეტების სახით ისეთი ქმედითი ბერკეტი ექნებოდათ, რომელზეც უარის თქმა ნიშნავს, რომ არაფერი გინდა

მოლაპარაკებაზე კომიტეტებთან მიმართებაში დეტალები იყო დასაზუსტებელი და აქამდეც არ მივიდა საქმე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოქმედებიდან გამოჩნდა, რომ შეთანხმებისთვის მზად არ იყვნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას უდიდესი საპარლამენტო ბერკეტები აქვს, ინტერპელაციიდან დაწყებული, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით დამთავრებული, ამაზე დამატებით ისეთი ქმედითი ბერკეტი ექნებოდათ, რომელზეც უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ, არაფერი გინდა, რაც არ უნდა შემოგთავაზონ. მხოლოდ ულტიმატუმებს აყენებ და ქუჩაში დარჩენა გინდა, სხვა პასუხი არ არსებობს, რადგან შეუძლებელია, ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. საუბარი იყო ამ ხუთი კომიტეტიდან ორზე, აქამდე კი მსჯელობა არ მისულა. არ გვიმსჯელია და თანახმა რომელზე ვიყავით, როგორ გიპასუხოთ? რაც დოკუმენტში იყო, მზად ვიყავით, გვემსჯელა, მაგრამ ამ თემამდე საერთოდ არ მივიდნენ. ეს არის პარადოქსი“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი