მამუკა მდინარაძე - მინისტრების სახით პროფესიონალი კადრები გვყავს, მათი ჩანაცვლების საჭიროება გიორგი გახარიამ ვერ დაინახა, მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა მდინარაძე - მინისტრების სახით პროფესიონალი კადრები გვყავს, მათი ჩანაცვლების საჭიროება გიორგი გახარიამ ვერ დაინახა, მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა

მინისტრების სახით პროფესიონალი კადრები გვყავს და ამ ეტაპზე მათი ჩანაცვლების საჭიროება გიორგი გახარიამ ვერ დაინახა, მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობაში არიან პროფესიონალი კადრები.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის არის პროფესიონალი კადრი და თავისი საქმის კარგად მცოდნე ადამიანი.

„ალბათ, არაერთხელ მოგისმენიათ, მისი კვალიფიციური გამოსვლები. ვფიქრობ, რომ ის იქნება ძალიან კარგი მინისტრი და მისთვის უცხო არ არის იუსტიციის სამინისტრო, გარემო, სადაც ის გააგრძელებს მინისტრის რანგში მუშაობას. რაც შეეხება შემადგენლობას, გვყავს პროფესიონალი კადრები. იცით, რომ ძალიან მძიმე პერიოდში, რომელიც პანდემიის ფონის გამოა ქვეყანაში, მათ შეძლეს, რომ კრიზისული მენეჯმენტი ეფექტიანად განეხორციელებინათ. ისინი არიან პროფესიონალები და მათ ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ექნებათ. ზოგადად, როცა ყველა ქვეყანას და ჩვენს ქვეყანას პანდემიის გამო მძიმე პერიოდი უდგას, ამ დროს რაიმე ძირეულ ცვლილებებზე ისედაც არ ფიქრობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროფესიონალ კადრებთან გვაქვს საქმე, რომელიც ამ მენეჯმენტს კარგად უძღვებიან. პოზიტიური დინამიკა გასაძლიერებელია, რომ კრიზისიდან გამოსვლისთვის ცუდი შედეგები აღმოვფხვრათ. მინისტრების სახით პროფესიონალი კადრები გვყავს და ამ ეტაპზე მათი ჩანაცვლების საჭიროება გიორგი გახარიამ ვერ დაინახა და მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა დღეს წარუდგინა.