მამუკა მდინარაძე - მილერის განცხადებაზე მოსმენილი: ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას ეხმარებიან, რა შეგვიჩერეს - უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„პირველი ექვსი წინადადება მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:
1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ;
2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან;
3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?
4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე;
5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.
რა ნაცების ტოპტვინები…“ – წერს მამუკა მდინარაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.