მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს პირადი კომპლექსი აწუხებს, ცდილობს, ჩამოირეცხოს რუსული საქმეები
მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს პირადი კომპლექსი აწუხებს, ცდილობს, ჩამოირეცხოს რუსული საქმეები

რამდენჯერაც მიხეილ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი კლასტერი ახსენებს პრორუსულ ორიენტაციას, იმდენჯერ შევახსენებ, რომ ეს არის მისი მხრიდან მცდელობა, ჩამოირეცხოს  ნაკეთები რუსული საქმე, განსაკუთრებით, ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და ამის „გაპრავების“ მცდელობა, რომლის მიხედვითაც, მან და მისმა პარტიის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც საქართველოს ბრალდებოდა ომის დაწყება და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრზიდენტის, მიხეილ სააკშვილის განცხადების კომენტირებისას.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

„ეს ომიდან ორი თვის შემდეგ მოხდა და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივი საქციელი იყო. იქედან მოყოლებული პრორუსული ისტერია მისი მხრიდან იყო ერთის ნიშანი, ჩამოერეცხა მოღალატეობრივი ქმედება, რასაც ვერ გააკეთებს. რუსეთის შეტევა საპასუხო კი არ იყო, რუსეთი იყო პროვოკაციის მომწყობი, ომის დამწყებიც და ეს უნდა ახსოვდეს მიხეილ სააკაშვილს, რადგან მაშინ მან და მისმა პარტიამ ღალატი ჩაიდინეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან ყოფილიყო ისე ახლოს, როგორც ისტორიაში არ ყოფილა. თუ გახსოვთ, მის ყავის მომდუღებლობაზე რომ ვიხუმრე, ეს მიიღეს ისეთ შეურაცხყოფად, რომ თავისი ტროლებით და ბოტებით სოციალური ქსელი ლამის ააფეთქეს. თავად იმართლებს თავს და ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ხელშეკრულებით დაქირავებული ადამიანი ვარ და უკრაინას არ წარმოვადგენო. მისი განცხადებები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, რაც მის ხასიათზე მეტყველებს, რომ ამ კაცს ადეკვატურობის ნიშანწყალი აღარ დარჩა. პირადი კომპლექსი აწუხებს, რითაც უნდა ჩამოირეცხოს თავისი ნაკეთები რუსული საქმე – ჩაბარებული ტერიტორიები და „გაპრავება“ მის მიერ ჩადენილი საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალების მცდელობა, რაც რეზოლუციაში აისახა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.