მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი პოზიციებზე დახტის, ისტერიულ მდგომარეობაშია, წარსულიდან რუსული თემა ახსოვს, რომელიც თავისი ბინძური კამპანიებისთვის ადგებოდა ხოლმე
მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი პოზიციებზე დახტის, ისტერიულ მდგომარეობაშია, წარსულიდან რუსული თემა ახსოვს, რომელიც თავისი ბინძური კამპანიებისთვის ადგებოდა ხოლმე

მიხეილ სააკაშვილი პოზიციებზე დახტის, რადგან ისტერიულ მდგომარეობაშია და წარსულიდან რუსული თემა ახსოვს, რომელიც თავისი ბინძური კამპანიებისთვის ადგებოდა ხოლმე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან უჭირდა ხოლმე, რუსულ თემას იგონებდა, მაგრამ ლოგიკაში სვამდა.

„ეს მაშინ ხდებოდა, როცა ძალიან უჭირდათ. ამ ისტერიულ ფონზე, სააკაშვილს რაღაც ლოგიკის გამოგონება უჭირს. შეუძლებელია მისი კომენტარების შეფასება, არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. საუბარი არანაირ ლიბერალურობასა და კონსერვატიულობაზე არ შეიძლება, იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „საქართველოში არის პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი, რომელიც სვეცკურად უყურებს იმ ხალხს, ვისაც სჯერა ტრადიციებისა და მრწამსის, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს“.

დატოვე კომენტარი