მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი არის სიმბოლო ძალიან ცუდი წარსულის, რომელიც ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა
მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი არის სიმბოლო ძალიან ცუდი წარსულის, რომელიც ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა

წარსულის პოლიტიკოსებზე და მათ შორის ისეთზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მგონი ყველანი ერთად ვცოდავთ და ბევრ ყურადღებას ვამახვილებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის სიმბოლო იმ ძალიან ცუდი წარსულის, რომელიც ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა.

„ჩვეულებრივი სახადი გადაიტანა ამ ქვეყანამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სახით. მისი ლიდერი და ამ ყველაფრის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი იყო. ჩვენ დღეს ყველას მიმართ კონსტრუქციული ვიქნებით, ამ მოლაპარაკების პროცესში არ მინდა, რომ მიზეზი იყოს ჩემი რომელიღაც ცუდი განცხადება რომელიღაც ოპონენტის მიმართ, მიხეილ სააკაშვილზე მაინც ამას ვიტყვი ყოველთვის, რაც უნდა ხდებოდეს. ეს არის წარსულის პოლიტიკოსი, რომლის მმართველობა, როგორც სახადი, ისე გადაიტანა ამ ქვეყანამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა.