მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძეს მოვუწოდებ, დააკვირდეს, რას ლაპარაკობს
მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძეს მოვუწოდებ, დააკვირდეს, რას ლაპარაკობს

კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში ჩარჩენა პოლიტიკური მარაზმია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს, „დააკვირდეს რას ლაპარაკობს“.

„ბატონო მამუკა, ასეთი რაღაცები არ უნდა შეგეშალოთ. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ქალის მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის. ამ ადამიანს მოვუწოდებ, დააკვირდეს რას ლაპარაკობს და შეურაცხყოფის და ცინიკურობის რაღაც ფორმებს თავი დაანებოს. პირველ რიგში, ეს თავად არ გამოადგება. როგორი დამოკიდებულებითაც ამბობს, ეს არის შეურაცხმყოფელი, თორე, ხაჭაპურის ცხობა არათუ შეურაცხმყოფელია, არამედ კარგიც არის. ქალები არიან, რომლებიც ხაჭაპურსაც მშვენივრად აცხობენ, პოლიტიკასა და მართვაშიც მშვენივრად ერკვევიან, ძალიან ძლიერები არიან და არავისზე ნაკლებს აკეთებენ. კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში ჩარჩენა პოლიტიკური მარაზმია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

დატოვე კომენტარი