მამუკა მდინარაძე - მამუკა ბახტაძე გამორჩეული ლიდერია, ის არ ერიდება თამამ რეფორმებს
მამუკა მდინარაძე - მამუკა ბახტაძე გამორჩეული ლიდერია, ის არ ერიდება თამამ რეფორმებს

მამუკა ბახტაძე გამორჩეული ლიდერია, ის არ ერიდება თამამ რეფორმებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მამუკა ბახტაძემ პირველმა დაძრა საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით.

“მამუკა ბახტაძე არ ერიდება რეფორმების გატარებას იმ კუთხით, რომ საფინანსო სექტორში თუკი რამე უსამართლობა იქნება, განახორციელოს რეფორმები. ამაზე გვქონდა საუბარი პარლამენტში და მან გუნდის სიმპათია მაშინაც დაიმსახურა. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შეგიძლია მასზე ვთქვათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის გამოიკვეთა როგორც რეფორმატორი ლიდერი. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს ეკონომიკური მიმართულებაა, ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელსაც სწრაფი დინამიკით სჭირდება აღმოფხვრა. მამუკა ბახტაძე არის ადამიანი, რომელიც გუნდის გადაწყვეტილებით ამ პრობლემებს გაუმკლავდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.