მამუკა მდინარაძე - მაისში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გარკვეული გადახალისება იქნება, მათ შორის პოლიტსაბჭოშიც
მამუკა მდინარაძე - მაისში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გარკვეული გადახალისება იქნება, მათ შორის პოლიტსაბჭოშიც

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაისში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გარკვეული გადახალისება იქნება, მათ შორის პოლიტსაბჭოშიც.

„ბუნებრივია, გარკვეული გადახალისება ყრილობისთვის იქნება, მათ შორის პოლიტსაბჭოში, ასევე ყრილობის დელეგატებში.

აქტიურად მიმდინარეობს კონფერენციები რეგიონალურ ჩარჩოში, რომელსაც ესწრება პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. აქედან გამომდინარე, უკვე გარკვეული სიახლეები არის რეგიონული ხელმძღვანელობის, რაიონული პარტიის ხელმძღვანელობის მხრივაც და მსგავსი ცვლილებები ალბათ ნაწილობრივ შეეხება ყრილობის ფორმატში პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტსაბჭოს“<- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.