მამუკა მდინარაძე - მაია ცქიტიშვილი დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, ქვეყანაში ინვესტორები როგორ შემოიყვანოს და ინვესტორებს როგორ იშორებს, ამ ჭორაობაში აღარ შევალ
მამუკა მდინარაძე - მაია ცქიტიშვილი დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, ქვეყანაში ინვესტორები როგორ შემოიყვანოს და ინვესტორებს როგორ იშორებს, ამ ჭორაობაში აღარ შევალ

მაია ცქიტიშვილი დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, ქვეყანაში ინვესტორები როგორ შემოიყვანოს და ინვესტორებს როგორ იშორებს? – ამ ჭორაობაში აღარ შევალ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარების გაკეთება არ ღირს.

„ადამიანები პოლიტიკაში შემოდიან და ახალი რეალობა და ამბებია, რომელიც ლოგიკასთან არ მოდის, ფაქტებიც არ დასტურდება. ამაზე სერიოზული კომენტარები აღარ უნდა ვაკეთოთ. „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პროექტის მშენებლობა თუ არ უნდოდა, ეს კონსტიტუციაში ჩაწერა, პროექტზე მილიონები დახარჯა, ვადები გადაუვადა ოღონდ გაეკეთებინათ და ეს პროექტი „ქართულ ოცნებას“ არ უნდა? ლოგიკა სად არის?“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე და რომ ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება.

დატოვე კომენტარი