მამუკა მდინარაძე - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავარაუდოდ არ ვიქნები
მამუკა მდინარაძე - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავარაუდოდ არ ვიქნები

მაღალი ალბათობით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ვიქნები. სავარაუდოდ, შტაბის საქმიანობაზე გადავერთვები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის თითოეული წევრის ჩართულობის შესახებ საბოლოო კონსულტაციები არ გამართულა.

„შტაბის უფროსის მოადგილეობა ყველას მოგვიწევს, მთელ პარტიულ აქტივს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიული აქტივი სწორად, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით მოქმედებდეს. მომავალზე ორიენტირებული აქტიური კამპანია გვექნება. ჩვენს საარჩევნო კამპანიაში ბევრი ახალი და ძველი სახე იქნება. ძველ სახეებზე მოიგონებენ არგუმენტს, რომ რესურსი არ არის, ამასობაში, ახალი სახეებიც გამოჩნდებიან. მაღალი ალბათობით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ვიქნები. გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს, რადგან პოლიტსაბჭოში საბოლოო კონსულტაციები ამ საკითხზე არ გამართულა. სავარაუდოდ, შტაბის საქმიანობაზე ვიქნები გადართული“, – განაცხადა მდინარაძემ.