მამუკა მდინარაძე - მაჟორიტარებზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ, სიას რაც შეეხება, ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ ახალ სახეს შევხვდით ​
მამუკა მდინარაძე - მაჟორიტარებზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ, სიას რაც შეეხება, ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ ახალ სახეს შევხვდით ​

არჩილ თალაკვაძე არის პარლამენტის ძალიან კარგი თავმჯდომარე, ხედავთ, რამდენად სწორად უძღვება პროცესს, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან კომენტარი გააკეთა თანაგუნდელის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება.

„არჩილ თალაკვაძე მაქსიმალურად ცდილობს და ძალიან კარგად გამოსდის, რომ იყოს გარკვეულ შემთხვევაში ნეიტრალური სპიკერი. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრია და გუშინ, მაგალითად, იყო შემთხვევა, რომ ძალიან მოუნდა, ქვემოთ ყოფილიყო და არა იმ ადგილზე, სადაც იჯდა, რადგან ღირსეულ პასუხს გასცემდა ოპონენტებს სპეკულაციებზე. ძალიან კარგად გამოსდის თავისი როლის შესრულება, როგორც პარლამენტს თავმჯდომარეს და მომავალ პარლამენტშიც მას ღირსეული ადგილი ექნება. კონკრეტულად, გადაჭრით რაიმე შეთანხმება არ არის, მაგრამ მონახაზები არსებობს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, პარტიაში მაჟორიტარებზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული არიან და მიდის მუშაობა საარჩევნო სიასთან დაკავშირებითაც.

„მათ შორის, შემიძლია, გითხრათ რომ მაჟორიტარებზე ჩვენ პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ, ორი-სამი შემთხვევის გარდა. დღეს-ხვალ ალბათ შიდა გადაწყვეტილება იქნება და უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ. პროპორციულ სიას რაც შეეხება, ამაზე ჯერ სიღრმისეული მსჯელობა არ გვქონია. რა თქმა უნდა, მოვთელეთ კონსულტაციებით ეს საკითხები, ძალიან ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ ახალ სახეს შევხვდით და არის ძალიან კარგი პოტენციალი, რომ მათ შეავსონ, გადაახალისონ ჩვენი გუნდის რიგები. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დატოვე კომენტარი