მამუკა მდინარაძე - ლევან ხაბეიშვილმა, ამ ბუმბერაზმა ადამიანმა თქვა, რომ ჯერ ჩვენი მოთხოვნაა სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში და შემდეგ მისი გათავისუფლებაო 
მამუკა მდინარაძე - ლევან ხაბეიშვილმა, ამ ბუმბერაზმა ადამიანმა თქვა, რომ ჯერ ჩვენი მოთხოვნაა სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში და შემდეგ მისი გათავისუფლებაო 

დღეს, ერთ-ერთმა ლიდერმა ხაბეიშვილმა თავად განაცხადა, შეიძლება ციტირება ვერ მოვახდინო სიტყვა-სიტყვით ამ ბუმბერაზი ადამიანის, მაგრამ მან სიტყვა-სიტყვით ასეთი რაღაც თქვა, რომ ჯერ ჩვენი მოთხოვნაა სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში და შემდეგ მისი გათავისუფლება, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი კერძო კლინიკაში.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ საკითხზე დიაგნოზი დასმულია და ყველა კარგად ხვდება თუ რა მიზანს ემსახურება მათი მოთხოვნა. ასევე, მისი განცხადებით, თუ არსებობს რაიმე არგუმენტი სააკაშვილის პენიტენციური სისტემიდან გაყვანის შემდეგ, რომ არ იქნება პროვოკაციები ის სიამოვნებით მოისმენს.

„დიაგნოზი დასმულია. ალბათ, ყველა ძალიან კარგად ხვდება ამ ქვეყანაში რა მიზანი ამოძრავებთ მათ რეალურად, როდესაც ისინი გამალებით ცდილობენ პენიტენციური სისტემის დატოვებას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ოღონდ გაიყვანონ სისტემის გარეთ და შემდეგ პროვოკაციების გამომრიცხველი არგუმენტი, თუ გაქვთ რამე თქვენ, მითხარით და შესაძლოა დაგიჯეროთ. რისკების გამომრიცხველი თუ რამე გაქვთ ახლავე ბრძანეთ და ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი