მამუკა მდინარაძე - ლანძღვა-გინებასა და ჭორაობაზე კომენტარების კეთებას აღარ ვაპირებ, საზოგადოება დაიღალა
მამუკა მდინარაძე - ლანძღვა-გინებასა და ჭორაობაზე კომენტარების კეთებას აღარ ვაპირებ, საზოგადოება დაიღალა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ლანძღვა-გინებასა და ჭორაობაზე კომენტარების კეთებას აღარ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, პარლამენტში გაცილებით მეტი გამოწვევაა და მოქალაქეებს უამრავი პრობლემა აქვთ, რაც მათ შორის საკანონმდებლო მუშაობითაც უნდა მოგვარდეს.

„აქედან გამომდინარე, ამ დეტალებში აღარ ჩავალ, რადგან საზოგადოებას მობეზრდა და დაიღალა ჭორაობითა და ლანძღვით. ეს საზოგადოებრივი ინტერესი არ არის, მათი ინტერესია საქმის კეთება და საქმეზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.