მამუკა მდინარაძე - კუბილიუსი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, პოდოლიაკი ამბობს, რომ ერთი შანსიც არ არსებობს სტატუსის მისაღებად, დანილოვი ამბობდა, რომ ომში უნდა ჩავერთეთ, ყველაფერი ერთი კონტექსტია
მამუკა მდინარაძე - კუბილიუსი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, პოდოლიაკი ამბობს, რომ ერთი შანსიც არ არსებობს სტატუსის მისაღებად, დანილოვი ამბობდა, რომ ომში უნდა ჩავერთეთ, ყველაფერი ერთი კონტექსტია

პოდოლიაკის განცხადებას ცალკე აღებულს არ განვიხილავ, ალბათ, ყველას სჯერა, რომ პოდოლიაკის, კუბილიუსის და დანილოვის ძველი განცხადება ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა განვიხილოთ თუ საერთო ჯაჭვის პატარა ნაწილებია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი თვითონ საუბრობს, იმაზე, რასაც შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ.

„კუბილიუსი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, პოდოლიაკი ამბობს, რომ ერთი შანსიც არ გვაქვს, არ იმსახურებს საქართველო სტატუსს, დანილოვი ამბობდა, რომ ომში უნდა ჩავერთეთ, ეს ყველაფერი ერთი კონტექსტია და მერე გვეუბნებიან, საიდან მოიტანეთო. სამივე საკითხზე მტკიცებულებაა. ომზეც თავად საუბრობენ ვიღაც-ვიღაცები, შემოგვაპარებენ ხოლმე, საქართველოს უშანსობაზეც და იმაზეც, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამაზე ერთად აღებულზე ჩვენ რომ ვსაუბრობთ გვაკრიტიკებენ და რუსულიაო ამბობენ, ცალკე აღებული ევროპული ყოფილა. ეს სინამდვილეში არის ანტიქართული, ანტიევროპული და პირდაპირ ებრძვის რეალურ ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.