მამუკა მდინარაძე - კრისტიან დანიელსონის დარჩენას ვიღაცებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ამაზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ბევრს ვისაუბრებთ შეთანხმების შემდეგ
მამუკა მდინარაძე - კრისტიან დანიელსონის დარჩენას ვიღაცებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ამაზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ბევრს ვისაუბრებთ შეთანხმების შემდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში რამდენიმე დღით დარჩენას დადებითად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მისთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა.

„ეს იყო ძალიან კარგი. იქედან გამომდინარე, რომ გუშინ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, ეს დროში ცოტა უნდა გაწელილიყო და შეიძლება კარგი არ ყოფილიყო. ვინაიდან, ეს ადამიანი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია და ცუდი ვერაფრით ვერ იქნება. მის დარჩენას ვიღაცებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ეს ის საკითხებია, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ და დამერწმუნეთ, ბევრს ვილაპარაკებთ, შეთანხმების შემდეგ. ბევრ რამეს აღმოაჩენთ, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან სიმართლესთან არ ჰქონია ადგილი. ამის იქით სიღრმეში არ ჩავალ, რადგან შეხვედრის პირობებს ვიცავ”, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი