მამუკა მდინარაძე – ხვალ, დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია

23:45, 01.05.2024

ხვალ, დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია – ამის შესახებ საპარლამენტო უმმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12-მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. აღარ მიშვებენ და ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, 84-ე ხმა, ჩათვალეთ, ჩემია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი