მამუკა მდინარაძე - ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება ნიკა მელიას მიმართ, იმდენად დააკნინა „ნაცმოძრაობამ“ მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი
მამუკა მდინარაძე - ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება ნიკა მელიას მიმართ, იმდენად დააკნინა „ნაცმოძრაობამ“ მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი

ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება ხოლმე ნიკა მელიას მიმართ, იმდენად დააკნინა „ნაცმოძრაობამ“ მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი, იმდენჯერ გადაათქმევინეს თავისი ნათქვამი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ გეგმის მიხედვით, ნიკა მელია გმირი უნდა გამხდარიყო, თუმცა საკუთარმა პარტიამ დაამცირა.

„ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების სამომავლო მოლოდინებთან დაკავშირებით ვერსიების განხილვას ვერ დავიწყებ, უპროგნოზო პოლიტიკური ძალა გახდა. მათ სცადეს, ქვეყანა იმგვარად შეეყვანათ ჩიხში, რომ გამოსავალი არ ყოფილიყო. გამოსავალი მოიძებნა და ხელოვნური კრიზისი დასრულდა, რითაც „ნაცმოძრაობა“ ჩიხში შევიდა. თავისი თავი შეიყვანეს ჩიხში ისევე, როგორც უნდოდათ, ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი ყოფილიყო რაღაც რევოლუციური ქმედებების წინ წამძღოლი და ამ ადამიანის თავმოყვარეობაზე გაიარეს. ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება ხოლმე, იმდენად დააკნინეს მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი, იმდენჯერ გადაათქმევინეს თავისი ნათქვამი და იმდენი აბსურდული რამე ათქმევინეს. ნიკა მელია, რომელიც მათი გეგმის მიხედვით უნდა გამხდარიყო გმირი და მანდელას დონეზე აეყვანათ, სასტიკად დაამცირეს და ცუდად მოექცნენ. მისმა პარტიამ და რეალურმა ლიდერმა, სააკაშვილმა მისი ფაქტორი ძალიან ცუდად გამოიყენეს, ვერც მიზანს მიაღწია, პარტია ჩიხში შეიყვანა, ეს ადამიანი თან ციხეში ამყოფა და მისგან ვერც გმირი ვერ გამოიყვანა. ახლა ამ ჩიხში არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი