მამუკა მდინარაძე - ხალხს, რომელსაც ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია, წარმოუდგენელია, „ევროპული საქართველოს” თუ „ნაცმოძრაობის” ბულინგის ეშინოდეს, მგონია, მოჯადოებული წრე გაირღვევა და პარლამენტში შემოვლენ
მამუკა მდინარაძე - ხალხს, რომელსაც ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია, წარმოუდგენელია, „ევროპული საქართველოს” თუ „ნაცმოძრაობის” ბულინგის ეშინოდეს, მგონია, მოჯადოებული წრე გაირღვევა და პარლამენტში შემოვლენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუკი ოპოზიციის წარმომადგენლები არა მხოლოდ კონკრეტული პარტიული ინტერესების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოებრივად იფიქრებენ, პარლამენტში შევლენ.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ ხალხი, რომელსაც ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია, საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

„თუ ვინმე რაციონალურად და სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არა მხოლოდ კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მიხვდება, რომ ორი პარტიის – ე.წ. „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს, მესიჯბოქსს, ნარტივს და მათ მიერ დადგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს და ამის გავლენის ქვეშ არ უნდა მოხვდეს.

ასეთ შემთხვევაში, ყველა შემოვა პარლამენტში. გასაკვირია, რომ ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია, როგორ შეიძლება, ეს ხალხი ექვემდებარებოდეს და მათ ეშინოდეთ „ევროპული საქართველოს“ თუ „ნაცმოძრაობის“ ბულინგის. ეს წარმოუდგენელია. საბოლოოდ, მგონია, რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვევა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პარლამენტში შემოვლენ“, – განცხადა მამუკა მდინარაძემ.