მამუკა მდინარაძე - ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციას პროპორციულ სისტემაზე აწყობს, ის ადამიანები არიან, ვისაც ქაოსი და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს
მამუკა მდინარაძე - ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციას პროპორციულ სისტემაზე აწყობს, ის ადამიანები არიან, ვისაც ქაოსი და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს

ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციას პროპორციულ სისტემაზე აწყობს, ის ადამიანები არიან, ვისაც დესტაბილიზაცია, ქაოსი და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც მცხეთაში დღეს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, პარტიის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდებს კონკრეტული დავალება და მითითება მისცა, რომ ყველა ზომა მიიღონ, რათა ყველანაირ პროვოკაციას თავი აარიდონ, განსაკუთრებით იქ, სადაც ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეა.

„ეს დავალება შემთხვევით არ გაგვიცია. ამ ადამიანების გულწრფელ ემოციებს კარგად ვაცნობიერებთ. ბევრმა მათგანმა პირადად დამირეკა და მითხრა, რომ იმ ოჯახებიდან არიან, რომელთა ოჯახის წევრები აწამეს, საშინელ მდგომარეობაში ამყოფეს, მაგრამ მათ მიმართ თხოვნა მაქვს, რომ დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მცხეთის მერიასთან აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დატოვე კომენტარი