მამუკა მდინარაძე - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი, „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება
მამუკა მდინარაძე - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი, „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება

„ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება, გინდ ახალი და გინდ ძველი სახეები იყვნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად დამთავრებულია.

„ძველი სახეები სად არიან, მოიკითხეთ, სად არის ეს ხალხი. ერთი წლის წინ თუ რაღაც პერიოდის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას, მოიკითხეთ, სად არიან. ზოგი რუსეთშია, ზოგი სხვაგან არის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი და გინდა რაღაც პროგრამა, რომლისაც ამ ქვეყანაში აღარავის სჯერა. ეს პარტია დამთავრებულია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს პარტიის ახალი წევრები წარადგინა.