ლევან ხაბეიშვილი - რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს, ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“
ლევან ხაბეიშვილი - რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს, ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“

რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს? ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ  9 აპრილს აქციას რეგიონიდან ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება.

„9 აპრილთან დაკავშირებით დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას. ისიც ნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იქ ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან და სახიფათო თუ არის გადაადგილება, არავინ იცის, ტრაილერებს რატომ ატარებენ. ამ დროისთვის იქ გზაც გაწმენდილია. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონებიდან ადამიანები მოიყრიან თავს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მაცხოვრებლების დიდი უმრავლესობა იქნება 9 აპრილის აქციაზე“, – განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა საკითხზე, რა მოთხოვნებს დააყენებენ 9 აპრილის აქციაზე.

„მოთხოვნა არის ერთი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. ხალხს გვიწევს სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლა, რადგან საბოტაჟირებს „რუსული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ცხადია, აქციაზე ლაზარეს გათავისუფლების საკითხი იქნება პრიორიტეტული და  მთავარი, წარმოუდგენელია, სხვანაირად იყოს. როცა ვლაპარაკობთ ნიკა გვარამიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია და პარტიული მოთხოვნა არ არის. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნა, 27 ქვეყნის დემარშის ერთ-ერთი საგანია. ამიტომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.