მამუკა მდინარაძე - კარგია, თუ რომელიმე ადამიანი, ვინც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, თანახმაა, მეათე მოწვევის პარლამენტში შემოვიდეს და შეასრულოს საქმე, რომელიც ამომრჩეველმა მას დაავალა
მამუკა მდინარაძე - კარგია, თუ რომელიმე ადამიანი, ვინც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, თანახმაა, მეათე მოწვევის პარლამენტში შემოვიდეს და შეასრულოს საქმე, რომელიც ამომრჩეველმა მას დაავალა

ძალიან კარგია, თუ რომელიმე ადამიანი, ვინც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, თანახმაა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შემოვიდეს და ის საქმე შეასრულოს, რაც ამომრჩეველმა დაავალა, – ამის შესახებ ფრაქცია  „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ენუქიძის განცხადება თავად არ მოუსმენია და მასთან არც კომუნიკაცია ჰქონია.

„ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ამ ადამიანის განცხადება პირადად არ მომისმენია. ძალიან კარგია, თუ რომელიმე ადამიანი, ვინც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, თანახმაა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შემოვიდეს და ის საქმე შეასრულოს, რაც ამომრჩეველმა დაავალა. ამ ადამიანთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ავთანდილ ენუქიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად.