მამუკა მდინარაძე - კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, ხალხით, პროევროპულობით, გატარებული რეფორმებით
მამუკა მდინარაძე - კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, ხალხით, პროევროპულობით, გატარებული რეფორმებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

მდინარაძის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ბუნებრივია, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, თავისი ხალხით, თავისი პროევროპულობით, ევროპული განწყობებით, კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრული კურსით და გატარებული რეფორმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ არაფერს გვაჩუქებდა, პირიქით. გვაჩუქებდნენ კი არა, როცა ამის უპირობო აუცილებლობა იყო და არ უნდა ყოფილიყო სხვა გამოსავალი, ვიდრე სტატუსის მოცემა, მაშინ საქართველოს სტატუსი უსამართლოდ არ მისცეს. წელს პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ შემხვედრი დინამიკაც პოზიტიურია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამიტომაც ამ სტატუსს მივიღებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.