მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე არის თბილისის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი
მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე არის თბილისის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი

„ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატ კახა კალაძეს უსურვებს გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო.

მისივე თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თითოეულმა მოქალაქემ დარწმუნებით იცის, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის, ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი.

„ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ასე ნათლად ჩანს, არ უნდა დავკარგოთ. ამიტომ, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო. აქედან გამომდინარე, პირადად მე და მთელი ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატ კახი კალაძეს უსურვებს გამარჯვებას, რაშიც ასევე დარწმუნებულები ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. კახა კალაძე ღონისძიებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ კალაძე თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერია. კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის.