მამუკა მდინარაძე - ჯარიმის გადახდა შეიძლება, ძალიან რთული იყოს, პრევენცია იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთმა მოქალაქემ არ უნდა დაარღვიოს წესები
მამუკა მდინარაძე - ჯარიმის გადახდა შეიძლება, ძალიან რთული იყოს, პრევენცია იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთმა მოქალაქემ არ უნდა დაარღვიოს წესები

მესმის, რომ საზოგადოების გარკვეული და ძალიან დიდი ნაწილისთვის ჯარიმის გადახდა შეიძლება, ძალიან რთული იყოს, მაგრამ პრევენციულობაც იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთმა მოქალაქემ არ უნდა დაარღვიოს წესები, რადგან ეს მომეტებულ საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ მიღებული ცვლილებები შეაფასა.

დეპუტატი ამბობს, რომ კანონის გამკაცრებას მხოლოდ პრევენციული ხასიათი აქვს.

„არავის უხარია, რომ 3000 ლარის გადახდის იძულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონკრეტული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაგრამ ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ამ წესების დარღვევა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაა დადგენილი, არის უდიდესი რისკის მატარებელი. ამიტომ პრევენციული ხასიათის ნორმებიც შეიქმნა, ჯერ დეკრეტით, ახლა ასეთი უკვე საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაადგინა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.