მამუკა მდინარაძე - გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, შესაბამისად, გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი
მამუკა მდინარაძე - გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, შესაბამისად, გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი

გუნდს გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ ირაკლი კობახიძე იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე კარგი მენეჯერია.

„ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანია, მენეჯმენტის განსაკუთრებული უნარებით, თავისი ქვეყნის მოყვარული, თავისი განსაკუთრებული ხედვებით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ ის იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა მდინარაძემ.