მამუკა მდინარაძე – იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ

20:23, 03.10.2023

იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, დღის ბოლოს დარჩა ერთადერთი კითხვა – სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ?

„3-4 წლის ამბავი გამახსენდა. რამდენიმე მეგობარი და კოლეგა ვკამათობდით, რა დაჯდებოდა სინამდვილეში ქუთაისის პარლამენტის აშენება. ზოგმა 200 მილიონი თქვა, ზოგმა – 60-70, ზოგმა – 100. ბოლოს ერთმა შემოსწრებულმა კაცმა – მაქსიმუმ, 200-300 ათასი ლარიო და შეწყდა კამათი. რაღა არგუმენტი უშველიდა“, – წერს მამუკა მდინარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

მსგავსი