მამუკა მდინარაძე იერუსალიმის სტატუსზე - ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა თამამი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ გვაძლევს
მამუკა მდინარაძე იერუსალიმის სტატუსზე - ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა თამამი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ გვაძლევს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იერუსალიმის სტატუსის თემა ძალიან მგრძნობიარეა, რომელიც ღრმა ანალიზს საჭიროებს.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე გაერო-ში ქართული მხარის დელეგაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარი არანაირ სანქციებზე არ არის.

“ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ თამამი გადაწვეტილებები მივიღოთ. მეტი დაფიქრება და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი კონსულტაცია გვჭირდება. ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება საუკეთესო გამოსავალია. ჩვენ საკითხების უმრავლესობას სტრატეგიულ პარტნიორებს ხშირად ვუთანხმებთ”, – დასძინა მდინარაძემ.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას უყარეს კენჭი.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კენჭისყრის პროცესს არ ესწრებოდა.