მამუკა მდინარაძე - გვარამიამ სიმართლესთან დაახლოება მოინდომა, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, საქართველოსთვისო, როგორც ჩანს, ვინც ობიექტურად ფიქრობს, მათი გულის მოგება მოინდომა
გვარამიამ სიმართლესთან დაახლოება მოინდომა, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვისო. როგორც ჩანს, ვინც ობიექტურად ფიქრობს, მათი გულის მოგება მოინდომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ასეთმა ლაპარაკმა ხალხი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს.
„ნიკა გვარამიამ სიმართლესთან ოდნავ მაინც დაახლოება მოინდომა – სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვისო. ამას ისინი ითხოვდნენ. როგორც ჩანს, გვარამიამ მოინდომა, ვინც ობიექტურად ფიქრობს, მათი გული მოიგოს სიმართლის ლაპარაკით. ხანდახან სიმართლეს თუ გამოურევენ ხოლმე, არ უნდა შეგვეშალოს, რადგან ორი წლის წინ ისინი ისეთივე სპეკულაციურ ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როგორც დანარჩენები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.