მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბოკერიას სასაცილო რევოლუციის ნაწილები არ გახდნენ, ჩვენ ნებისმიერ მათგანთან შეხვედრისთვის მზად ვართ
მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბოკერიას სასაცილო რევოლუციის ნაწილები არ გახდნენ, ჩვენ ნებისმიერ მათგანთან შეხვედრისთვის მზად ვართ

მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს დღეს, ორ თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ ისინი არ უნდა დაექვემდებარონ ბოკერიას ბულინგს, „ნაცმოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის ბულინგს, ბოკერიას ვირტუალური, სასაცილო რევოლუციის ნაწილები არ უნდა გახდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერ ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედდრა გამართოს. ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრ ოპოზივიონერ დეპუტატს ეშინია რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციების, მაშინ, როცა სურთ, იყვნენ რაციონალურები და საქმე სახელმწიფოებრივად აკეთონ.

„თუ მათ აქვთ სურვილი, რომ ჩვენ გველაპარაკონ, ისევე როგორც იაგო ხვიჩიას ნება იყო, გახმოვანებულიყო და მეც დავეთანხმე, რომ გახმოვანდა. ამ შეხვედრის შესახებ დეტალებზეც კი ჩავედით. ნებისმიერ მათგანთან მზად ვართ, გავმართოთ შეხვედრები, ნებისმიერ ფორმატში, ოღონდ სპეკულაციურად რომ იციან ხოლმე ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, ისე არა. გამოვალთ, მოვყვებით როგორც მათი სურვილი იქნება. დაანებონ თავი ბულინგს ერთი მხრივ, რადიკალურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა, სულ რამდენიმე ლიდერმა.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი დეპუტატია, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია დღეს და ნერვიულობენ, რომ ერთი მხრივ, მათ ეშინიათ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ბულინგის, რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციების და მეორე მხრივ, სურთ, იყვნენ რაციონალურები და იფიქრონ, აკეთონ საქმე სახელმწიფოებრივად.

შესაბამისად, ნებისმიერ მათგანთან ვართ მზად, გავმართოდ შეხვედრა, ველაპარაკოთ იმ თემებზე, რაზეც ვლაპარაკობთ დავუშვათ „გირჩთან“. რადგან გახმოვანდა იმიტომ ვამბობ, რაზეც ვილაპარაკეთ ელისაშვილთან, რაზეც ვლაპარაკობთ სხვა ადამიანებთან, რომლებსაც ჯერ სურვილი არ გამოუთქვამთ, რომ გახმოვანდეს, თორემ კიბატონო, როდესაც ისინი დაადასტურებენ, ჩვენც დავადასტურებთ, რომ გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.