მამუკა მდინარაძე - გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს, მათი დათვლით 400 ათასი, რეალურად 6 000 იყო-მეთქი რომ ვთქვა, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ
მამუკა მდინარაძე - გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს, მათი დათვლით 400 ათასი, რეალურად 6 000 იყო-მეთქი რომ ვთქვა, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ

რას უშვრებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ, მოცემულობით – „ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა“ და თავგანწირული სლოგანით „მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით, 400 ათასი ადამიანი.

რომ ვთქვა, რეალურად ექვსი ათასი იყო-მეთქი, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000.

ისე, რას უშვრებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ, მოცემულობით – „ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა“ და თავგანწირული სლოგანით „მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.