მამუკა მდინარაძე - გუშინ პარლამენტში მოხდა ჩვეულებრივი მავნებლობა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვა
მამუკა მდინარაძე - გუშინ პარლამენტში მოხდა ჩვეულებრივი მავნებლობა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვა

ღლიცენებენ“ და კომენტარებს აკეთებენ, თითქოს პერფორმანსი იყო, რა პერფორმანსზეა საუბარი, ჩვეულებრივი მავნებლობაა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძიმე სუნი იგრძნობა.

„უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებითი რისკების გამოსარიცხად სპეციალურ სამსახურებს მოვიყვანთ. გუშინდელი დამუშავების შემდეგ ის შეგრძნება, რაც დარბაზში იყო, იმ ხარისხით არა, მაგრამ მაინც არის. ასეთი მავნებლობა მათ სახეს აჩვენებს. მავნებლობა ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რისკის სახით დაატყდა თავს დამლაგებელ ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად კარგი არ აქვს. გთხოვთ ამ სიტუაციას ყურადღება მიაქციოთ და აქცენტი პოლიტიკოსზე კი არ გავაკეთოთ, არამედ ადამიანზე, რომელიც პარლამენტის აპარატის რიგითი თანამშრომელია და რომლის სიცოცხლეც გუშინ რისკის ქვეშ იდგა. დღეს გამოდიან და „ღლიცენებენ“, კომენტარებს აკეთებენ, თითქოს პერფორმანსი იყო. რა პერფორმანსზეა საუბარი. ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვაა. „ფეისბუქში“ თავად პოსტავენ, ამას ცხოველებზე გამოიყენებენო. რა გარანტია ჰქონდათ, რომ ექსპერიმენტის ჩატარების დროს ამ ყველაფერს რაღაც ფატალური შედეგი არ მოჰყვებოდა. ეს საშინელება რატომ გააკეთეს, მართლა წარმოდგენა არ მაქვს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, პარლამენტში გუშინ მომხდარს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„ფაქტია, რომ დიდი სიბინძურე ჩაიდინეს და ამ სიბინძურეს სამართლებრივად რა დაერქმევა და რა გამოიკვეთება იმ ნივთიერების ექსპერტიზით, ამაზე წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. ფაქტია, რომ სიბინძურე ჩაიდინეს“, – განაცხადა მდინარაძემ.