მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში აღარ მეგულება
მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში აღარ მეგულება

ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში გიორგი ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ლაპარაკობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ვაშაძის ბრიუსელში წასვლასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებს გიორგი ვაშაძე.

„ვისაც გინდათ, ნებისმიერს რუსეთის აგენტს დაუძახებს და ყველაფერს იკადრებს. ამიტომ, გიორგი ვაშაძე რას აკეთებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გადაჭარბებულ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს და ვითომ პიარს იკეთებს, რომელსაც შედეგი არ აქვს. უშედეგობის ავტორია ეს ადამიანი. მისი ხაზი იმიჯის დაზიანების მცდელობაა. რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის იმიჯს აზიანებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ ბრიუსელში მიემგზავრება. მივდივარ ბრიუსელში, სადაც შევხვდებით ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს. იმ ადამიანებს, ვინც ანგარიშებს ამზადებს საქართველოზე და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას“, – წერს ვაშაძე.