მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიამ თავის პარტიას რაც დამართა, ამაზე უარესს ალბათ მტერი ვერ დამართებდა
მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიამ თავის პარტიას რაც დამართა, ამაზე უარესს ალბათ მტერი ვერ დამართებდა

გიგა ბოკერიამ თავის პარტიას რაც დამართა, ალბათ ამაზე უარესს მის პარტიას მტერი ვერ დამართებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, როცა მმართველი გუნდი „ევროპულ საქართველოს“ სამპროცენტიანს ეძახდა, ეს მათ სწყინდათ, მაგრამ საზოგადოებამ ნახა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ზუსტად სამი პროცენტი აიღეს.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მათ ჩამოშლას რაც არ უნდა ცვლილებები უძახონ, ამ ვითარებას სიტყვებით ვერ შეცვლიან. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად, ჩამოშლილია. ისინი საკუთარი მედია საშუალებებით ცდილობენ, ისეთი ვითარება დახატონ, თითქოს, მმართველ გუნდში რაღაც ხდება და ტყუილებს იგონებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩამოშლა რამენაირად გადაფარონ”, – განაცხადა მდინარაძემ.