მამუკა მდინარაძე - გაუგებარია ოპოზიციური პარტიების მიერ სპექტაკლების დადგმა, კოალიციაში არ შევალთო, საერთოდ ვინ ეპატიჟებათ
მამუკა მდინარაძე - გაუგებარია ოპოზიციური პარტიების მიერ სპექტაკლების დადგმა, კოალიციაში არ შევალთო, საერთოდ ვინ ეპატიჟებათ

თავისთვის აწერენ რაღაცას ხელს და აფორმებენ. აფორმონ, კი ბატონო. უბრალოდ რაღაც ილუზიას ქმნიან. სინამდვილეში, არანაირ კოალიციაზე საუბარი არ არის, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მემორანდუმის გაფორმებას.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობისა და რეალური რეიტინგების გათვალისწინებით, რამე სახის კოალიციის საჭიროება არ დადგება.

„წარმოუდგენელია, რომ დღევანდელი მოცემულობისა და რეალური რეიტინგების გათვალისწინებით რამე სახის კოალიციის საჭიროება დადგეს. ეს თვითონაც კარგად იციან. გამორიცხულია, არა უბრალოდ ჩვეულებრივი უმრავლესობის ჩამოყალიბება, არამედ 15-20-25 დეპუტატით მეტი არ ჰყავდეს მმართველ გუნდს, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ამ დროს დანარჩენი პარტიების მიერ რაღაც სპექტაკლების დადგმა, კოალიციაში არ შევალთო, გაუგებარია. საერთოდ ვინ ეპატიჟებათ. რაში სჭირდება ვინმეს მათი კოალიციაში შემოსვლა. ხალხის განწყობაა ასეთი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს და ღმერთმა დაგვიფაროს, მათი კოალიციაში შესვლა დასჭირდეს ვინმეს, რადგან კატასტროფა იქნება, იმდენად დესტრუქციულები არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით ოპოზიციის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

დატოვე კომენტარი