მამუკა მდინარაძე - საყვედურნარევი ტონი მქონდა, რომ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი პრეზიდენტმა გაუფრთხილებლად შემოიყვანა დარბაზში, გაუფრთხილებლად მისწერა წერილი პარლამენტს, ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა
მამუკა მდინარაძე - საყვედურნარევი ტონი მქონდა, რომ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი პრეზიდენტმა გაუფრთხილებლად შემოიყვანა დარბაზში, გაუფრთხილებლად მისწერა წერილი პარლამენტს, ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა

გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ ბატონი წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მისწერეთ წერილი პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა სიტყვა „გაუფრთხილებლობა“ გამოტოვეს და თქვეს, თითქოს უკრაინის წარმომადგენელთან ერთად პრეზიდენტის პარლამენტში მისვლაზე უმრავლესობამ პრეტენზია გამოთქვა.

„გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მედიის გასაგონად ვამბობ, რომ გაუფრთხილებლად, სიტყვა არის მთავარი, გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ ბატონი წარმომადგენელი დარბაზში, გაუფრთხილებლად მისწერეთ წერილი პარლამენტს, ეს ჩემი აზრით ინსტიტუტის უპატივცემულობაა. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად. ეს სიტყვა გაუფრთხილებლობა – გამოტოვეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებმა და თითქოს ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენ შემობრძანდით უკრაინის წარმომადგენელთან ერთად, ამას აკეთებენ ახლა. როდესაც თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ერთობისკენ, ამას კადრულობენ ახლაც. როდესაც ჩვენ ვისმენთ სიტყვებს ამ დარბაზში, რომ უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ჩნდება ახალი შანსი – ამ სიტყვებს ვისმენთ ჩვენი კოლეგებისგან და თუ ამას არ იკადრებენ, არავისთან საჩხუბარი არ გვაქვს. ჩვენ იმიტომ ვართ ხანდახან იძულებული და გვიწევს პასუხის გაცემა, რომ უკადრებელის კადრებას ვხედავთ მეორე მხრიდან, როდესაც საქართველომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე. დღეს არის სწორედ ეს ბეწვის ხიდი, როდესაც საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას, ამავდროულად, ეს ქვეყანა და ხალხი უნდა ააშოროს კატასტროფას და დიდ უბედურებას, რასაც ომი ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.