მამუკა მდინარაძე - გამოცდილება და კომპეტენცია იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შევარჩიეთ
მამუკა მდინარაძე - გამოცდილება და კომპეტენცია იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შევარჩიეთ

გამოცდილება და კომპეტენცია იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შევარჩიეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, წარდგენილი კანდიდატები იყვნენ წარმატებული წარსულში, წარმატებული არია დღეს და წარმატებული იქნებიან მომავალშიც.

„ვცდილობთ, მათი პარლამენტში შემოსვლით უზრუნველვყოთ არა კონკრეტული ადამიანების კარგი კარიერა, არამედ რეალურად უზრუნველვყოთ ქვეყნის წარმატება. ასეთი კომპეტენციის, გამოცდილებისა და წარსულის ადამიანები ბუნებრივია, ბევრს შემატებენ საქართველოს პარლამენტს. ამ ყველაფრით გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლი, პარლამენტის როლი, ეს ნიშნავს მეტ კონტროლს, მეტ ზედამხედველობას მთავრობაზე და მთავრობის კიდევ უფრო კარგ მენეჯმენტს. გათვითცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა მომავალზე. პოლიტიკაში მძიმეწონოსენები მოდიან საპარლამენტო ოჯახის წევრები ხდებიან, ეს ნიშნავს, რომ გუნდი აქცენტს აკეთებს კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე და მათ პიროვნულ დადებით თვისებებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტიამ „ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დაიწყო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.