მამუკა მდინარაძე - გახარიას გუნდის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ, ნიკა მელიას, „ნაცების“ გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც
მამუკა მდინარაძე - გახარიას გუნდის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ, ნიკა მელიას, „ნაცების“ გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც

გახარიას გუნდს და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტალური მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ. გიორგი გახარია ნიკა მელიას, „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „გააქტიურდა გახარიას პარტია ქოლცენტრების საქმეზე და ისმის ბრალდებები „ქართული ოცნების“ მიმართ, რას უპასუხებთ, რას უკავშირებთ გააქტიურებას?“

„გარკვეულ წარსულში საერთო პოლიტიკური მიმართულების გამო, მაგრამ ღალატის ხარისხის შემდეგ, კარგად ვნახეთ, „ნაცების“ ნარატივზე ჩაყოლილი საუბრების გამო, გახარიას ნაცვლად, ამ ქვეყანაში მაშინ გადადგა მთავარი პროკურორი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი გაფუჭებული საქმეების გამო. შეიძლება, პიარულად უფრო იყო გაფუჭებული, ვიდრე რეალურად, მაგრამ მისი გაფუჭებული იყო და შემდეგ თვითონ გადადგა „ნაცების“ გამო. ამ გუნდს და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტალური მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ. ნიკა მელიას, „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.