მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს და ხარჯების ოპტიმიზაციას შეეხებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ არის ძალიან დიდი საკონონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობის ახლებურად ფორმირებას ეხება. ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც დეტალურ განხილვას საჭიროებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, ამ დღეებში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში დეტალურ განმარტებებს მთავრობის წარმომადგენლები გააკეთებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა პარლამენტში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.