მამუკა მდინარაძე – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა

12:29, 18.12.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტით და ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები დასრულდა.

„მგონი, აქ ძალიან მოკლე პასუხია საჭირო – ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ ვეღარ გაგრძელდება, რადგან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 დეკემბერს დასრულდება.

მსგავსი