მამუკა მდინარაძე - ევროპელი პარტნიორები გვილოცავენ, ოპონენტები კი გლოვობენ, ბაკურიანში შემუშავებული მათი გეგმა, ითვალისწინებს, რომ გადაატრიალონ და წალეკონ საქართველოს ხელისუფლება
მამუკა მდინარაძე - ევროპელი პარტნიორები გვილოცავენ, ოპონენტები კი გლოვობენ, ბაკურიანში შემუშავებული მათი გეგმა, ითვალისწინებს, რომ გადაატრიალონ და წალეკონ საქართველოს ხელისუფლება

ბაკურიანში შემუშავებული გეგმა არ ითვალისწინებს არაფერს გარდა იმისა, რომ ამოატრიალონ, გადაატრიალონ, წალეკონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აირჩია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ ყველა პუნქტზე იმუშაოს, შეასრულოს მათ შორის ის პუნქტი, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია.

„ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ შესაძლებლობის კარი დაიხურა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს ისტორიული დღე, წინ გადადგმული ნაბიჯია და გვილოცავენ. ჩვენი ოპონენტები კი ამბობენ, რომ უკან გადადგმული ნაბიჯია და გლოვობენ. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, იმ მიზანს, რომელსაც ირონიით, ქილიკით და გაბრაზებით უდგებოდნენ და თვეზე მეტია ვსაუბრობთ, ამას ჰქვია ბაკურიანში შემუშავებული მათი გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს გარდა იმასა, რომ ამოატრიალონ, გადაატრიალონ, წალეკონ და ა.შ. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აირჩია. მათ ინტერესებში სამწუხაროდ არ შედის იმ პუნქტების შესრულება, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან რეკომენდაციების სახით მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ რასაც ვლაპარაკობდით, ვიყავით მართლები და მათი ის გეგმა, რომელიც დასახეს ბაკურიანში, უკვე მოქმედებაში მოიყვანეს. თუმცა მათ და სამწუხაროდ, და საქართველოს სასიხარულოდ, ამ გეგმას ასრულება არ უწერია. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ ყველა პუნქტზე ვიმუშაოთ, შევასრულოთ მათ შორის ის პუნქტი, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია, ჩვენი წილი პასუხისმგებლობით. მათი წილი პასუხისმგებლობა ახლა მათზეა და იქნება მათაც შეძლონ მსგავსის გაკეთება“, – განაცხადა მდინარაძემ.