მამუკა მდინარაძე - ევროპელი კოლეგები როდესაც ხვდებიან ადეიშვილს და გვეუბნებიან, მოგვჩვენებია, არაფერი გვეჩვენება, მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, ადეიშვილის რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს
მამუკა მდინარაძე - ევროპელი კოლეგები როდესაც ხვდებიან ადეიშვილს და გვეუბნებიან, მოგვჩვენებია, არაფერი გვეჩვენება, მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, ადეიშვილის რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს

უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ჩვენი ევროპელი კოლეგები როდესაც ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს და მერე გვეუბნებიან, თურმე ეს „ფეიკი“ ყოფილა და მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება და მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ადეიშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს საქართველო აღარ მიიღებს, სიმართლე და ტყუილი კი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

„ადეიშვილის რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს. მწამებელს ერქმევა მწამებელი, რეფორმატორს, ვინც ნამდვილ რეფორმებს ახორციელებს, ერქმევა რეფორმატორი, სიმართლე და ტყუილი გაიმიჯნება ერთმანეთისგან. ქართველებმა შარშან მწარე გაკვეთილზე მივიღეთ გამოცდილება და ქართველი ახალგაზრდები არასდროს გაებმებიან იმ მახეში, რასაც ჰქვია ამერიკულის რუსულად გადაკეთება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.