მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას - ერთი თავის დროზე გაგებედათ, შს მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში და წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა
მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას - ერთი თავის დროზე გაგებედათ, შს მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში და წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა

ბ​ატონო გიგა, რომ გაგებედათ თავის დროზე და ერთი-ორჯერ თქვენს დროს, შს მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში, ჩამოგეშვათ ეკრანი და გენახათ კადრები, წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა, ვერ ჩაეტეოდა მოკლე კოლაჟში, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ გიგა ბოკერიას, რომელმაც პარლამენტში ვიდეკოლაჟი წარმოადგინა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ვიდეოკოლაჟში ასახულია, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს და დასჯილი ამისთვის არავინ არის.

„თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობაზე.  იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებსაც  და ეს აღბეჭდილია ვიდეოზე. რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს,- არც ერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას“,-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აღმაშფოთებელია, როდესაც დამახინჯებული ფაქტებით რაღაცას გაბრალებენ.

„რაც შეეხება ქალბატონ თინა ბოკუჩავას, რამ აღაშფოთა უმრავლესობის წარმომადგენლებიო. ახლა მე აგიხსნით, რამ აღგვაშფოთა. ის კი არ არის აღმაშფოთებელი, რასაც აქ თქვენ, თქვენი ბუნებრივი მდგომარეობის გამო ლაპარაკობთ და გაწიწმატებული ხართ. აღმაშფოთებელია, დამახინჯებული ფაქტებით რაღაცას რომ გაბრალებენ, შემდეგ ამაზე უსინდისოს რომ გეძახიან, ამაზე აღმაშფოთებელი და მარაზმი კიდევ ის არის, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომ აკეთებს. ეს არის მარაზმი, ეს აღმაშფოთებელიც აღარ არის. ეს ისე თქვენთვის რომ იცოდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.