მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელიას დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და გარკვეული დღის წესრიგის შექმნა შეუძლია
მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელიას დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და გარკვეული დღის წესრიგის შექმნა შეუძლია

ეკა ბესელიას ძალიან დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მას გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ხმა არ მისცა კანონს, რომელიც სასამართლო სისტემას მთლიანად დაანგრევდა.

„ეკა ბესელიას ძალიან დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მას გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია, ისე, როგორც ამ შემთხვევაში მოახერხა. თუ სასამართლო სისტემის და სხვადასხვა სფეროების გაჯანსაღებაზე მართლა ფიქრობს, ეს ანტიკონსტიტუციური კანონპროექტების ინიციტების გზით არ გამოვა. გარკვეული პოლიტიკური პიარი გამოვა, რაც ამ შემთხვევაშიც გამოუვიდა და გარკვეული დროებითი მორალური უპირატესობებიც შეიძლება მოიპოვონ ამ გზით. საბოლოო ჯამში, დროთა განმავლობაში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. როდესაც პოლიტიკური პროცესები დაღვინდება, შემდეგ ყველაფერს ნათელი ეფინება. ემოციებისგან, როდესაც დავიცლებით საზოგადოება იგებს რა არის სიმართლე და სწორი დასკვნების გამოაქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.